გილოცავთ

Friday, December 31, 2010
აი დადგა ის დღე რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. დღეს 31 დეკემბერია, და სულ რაღაც 2საათში დადგება ახალი წელი. მე ყველას გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და შობას. შეიძლება ყველას არ ჰქონდეს საახალწლო განწყობა მაგრამ მაინც ახალი წელი ახალი იმედებია და მაინც საუკეთესო დროა. ასე რომ გილოცავთ ახალ წელს!!!!
ეს ბლოგი 2010 წლის ბოლოს შეიქმნა და ყველას მადლობას გიხდით ვინც ამ ბლოგზე შემოდიოდით! მადლობთ
Sunday, December 19, 2010






Facebook მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. იგი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა, თავის სამ მეგობართან ერთად, შექმნა.


2009 წელს Facebook დასახელდა ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად. 2010 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, მას მსოფლიოში 582 438 460 მომხმრებელი ჰყავს.


Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი საქართველოში 416 560 ადამიანს შეადგენს. რომელთა 45 პროცენტი მამაკაცია და 55 პროცენტი ქალი. ჩვენ ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქვეყნების სტატისტიკაში 86-ე ადგილს ვიკავებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის მანძლზე, საქართველოში Facebook-ის მომხმარებლების რიცხვი 6 560 -ით გაიზარდა.


ადამიანები მთელ მსოფლიოში იმდენად მიჯაჭვულნი არიან ამ სოციალურ ქსელს, რომ დღის განმავლობაში იყენებენ მას როგორც პირადი კომპიუტერებიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან.




Facebook-ს მობილურ ტელეფონზე იყენებს 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი. დამტკიცებულია, რომ ისინი, ვინც Facebook-ზე შედიან მობილური ტელეფონით, ორჯერ უფრო აქტიურნი არიან.
ამ მაჩვენებელს განაპირობებს შედეგი ფაქტი – მობილურის საშუალებით ადამიანები ახერხებენ Facebook-ის განახლებას ნებისმიერ სიტუაციაში. დაუყოვნებლივ ტვირთავენ სხვადასხვა გარემოებებში გადაღებულ ფოტოებს თავიანთ ანგარიშზე.


მობილური ტელეფონით Facebook-ის განახლება ყველაზე მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, როცა მიდიხარ სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ ან უბრალოდ არ გაქვს კომპიუტერთან ჯდომის დრო, მაგრამ გინდა მეგობრების მოკითხვა, ფოტოების ატვირთვა ან სტატუსების განახლება.


ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ბევრი ადამიანი იყენებს Facebook- ს მობილური ტელეფონით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენთან ასევე შეიქმნა სერვისი notify.ge. მისი გამოყენებით Facebook-ზე სტატუსების განახლება, მეგობრებთან დაპოსტვა და ფოტოების ატვირთვაა შესაძლებელი.


განსხვავება ამ ორ სერვისს შორის არის შემდეგი: მობილურით Facebook-ზე ანგარიშის განახლება ინტერნეტის გამოყენებით ხორციელდება, ხოლო notify.ge-ის შემთხვევაში – SMS და MMS მესიჯებით. სერვისით სარგებლობა უფასოა, მაგრამ მაინც გიწევთ უმნიშვნელო თანხის – მობილური ოპერატორის მიერ დადგენილი SMS და MMS მესიჯის ღირებულების გადახდა, ხოლო პირველ შემთხვევაში იხდით ინტერნეტის გადასახადს.


Facebook-ის განახლებას როგორც მობილური ინტერნეტით, ისე notify.ge-ის გამოყენებით აქვს თავისი დადებითი მხარეები. როდესაც მე მაინტერესებს რა სიახლეებია ჩემს Facebook-ის ანგარიშზე, მაგრამ ამ დროს არ ვზივარ კომპიუტერთან, ყოველთვის ვიყენებ მობილურ ინტერნეტს, ხოლო როცა მინდა სტატუსის განახლება, მეგობართან დაპოსტვა ან ფოტოს ატვირთვა ვიყენებ notify.ge-ს, რადგან არ მიწევს დამატებითი პროცედურების ჩატარება ან ინტერნეტის გადასახადის გადახდა. ამ მხრივ ეს სერვისი უფრო მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია.
და ბოლოს მე ♥  Facebook

ისევ კითხვები

აბა ვნახოთ ამათ როგორ გასცემთ პასუხს

1) დიდი, რეგვენი, კისკასი, კეკელა, მცირე. ვინ არიან ისინე?
2) რა უპასუხა კეისარმა შემდეგ კითხვაზე: "რომელი სიკვდილი სკობს ყველა სიკვდილსო"?
3) რომელი ელემენტი აღმოაჩინეს ჯერ მზეზე, შემდეგ დედამიწაზე?

კითხვებიიი

აბა ვინ გასცემთ ამ კითხვებს პასუხს? მე ყველა ვიცი და ბოლოს გამოვაქვეყნებ!!!!

1) სომეხმა ფილოსოფოსმა თქვა: შეიყვარეთ ერთმანეთი პირველივე ნახვის თანავე და თქვენ ამით დაზოგავთ ****
რას?

2) რომელმა/როგორმა ქალმა იცის, თუ სად არის თავისი ქმარი?
3) მეორე მსოფლიო ომის დროს (ან შეიძლება პირველი… ზუსტად არ მახსოვს ბოდიშით) როდესაც ინგლისის კავშირგაბმულობა დაზიანდებოდა, ინგლისელები იწყებდნენ გარკვეული სახის ქმედებას, რის შემდეგაც საქმეში ერთვებოდნენ გერმანელი სნაიპერები…
რას აკეთებდნენ ინგლისელები?

4) თვითმფრინავში გაისმა სტუარდესის ხმა, რომელიც კითხულობდა იყო თუ არა ბორტზე ექიმი… ერთ-ერთი მგზავრი ადგა და შევიდა პილოტის კაბინაში. ცოტა ხანში თვითმფრინავში კვლავ გაისმა სტუარდესას ხმა, რომელიც კითხულობდა იყო თუ არა ბორტზე ****
ვინ?

5) ერთი სწავლული ამბობდა, რომ თუ ადამიანი დალევს 1200 თვის განმავლობაში ყოველდდღე 1 ჭიქა რძეს, ის *****
რას იზამს ადამიანი?

 აბა მიდით :ჰაჰა:
(ბოლოს სულელურად გამოჩნდება მარა მაინც)

The Worlds Hardest Game

http://armorgames.com/play/1043/the-worlds-hardest-game
აბა წავიდა კომენტარები ვინ სადამდე გავიდა და რამდენი ქულა დააგროვა !!!

დღესასწაული

           ყველას  გილოცავთ ნიკოლოზობას

ყურადღება

Saturday, December 18, 2010
                               ვინც სკოლის მოსწავლეა გამიგებს "ვაი"
სხვა სკოლაში არ ვიცი მარა ჩემს სკოლაში საგიჟეთია!!!!!   ჩემს კლასს და საერთოდ ყველას ბოლო კვირა ყოველთვის გვიხაროდა მარა ახლაააა..... ყოველდღე რაღაცის წერა იმედია პარასკევს მაინც არ მოხდება არაფერი და მშვიდად (მარა ბავშვებისთვის გიჟურად) ჩაივლის  .
ძლივს ვუძლებ(თ) ასეთ განრიგს. მაგრამ ღირს (მომავალში გამომადგება) 
ნუ პირადად მე მარტო უძილობა მიშლის ნერვებს თორე სკოლა ძალიანაც მიყვარს!
ამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც ვახერხებ ხოლმე კომპიუტერზე დაჯდომას სადაც პირველ რიგში შევდივარ facebook-ზე/ში (ვინსაც როგორ უნდა ისე გაიგოს)
ასე იყო გამოხატული  facebook-ის  მიღწევები და მის მომხმარებელთა კავშირები.
და მეორე და მთავარი ნათელი წერტილი ამ ერთი კვრის შემდეგ ახალი წელი












                                                                 
მე ♥ ახალი წელი
 
© Takochi | Designed by Thailand Hotels, in collaboration with Tech Updates, Webdesign Erstellen and Premium Wordpress Themes